მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველა ადამიანის ჯანმრთელობას მიექცევა სათანადო ყურადღება“, - სოფო ჯაფარიძე

“ყველა ადამიანის ჯანმრთელობას მიექცევა სათანადო ყურადღება“, – სოფო ჯაფარიძე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების უფასოდ მიწოდების კამპანია გრძელდება.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თაჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, თბილსში ისნის რაიონში, მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები მიუტანა.მოსახლეობას ადგილზე დახვდნენ პროფესიონალი ექიმები, რომლებმაც უფასო კონსულტაცია გაუწიეს მოქალაქეებს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით: ,,ახლა ვიმყოფებით ისნის რაიონში მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ვხედავთ და ვისმენთ, როგორ უჭირს ხალხს. ვხედავთ რა მდგომარეობაში არიან ისინი. გადის წლები ისე, რომ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას ვერ ახერხებენ, რომ მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას და შესაბამისად ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვიდგებით ყოველთვის მათ გვერდით და 26 ოქტომბრიდან, აუცილებლად ამ ჩვენს უძვირფასეს მოქალაქეებს ექნებათ საქართველოში დასავლური ჯანდაცვის სისტემა, სადაც ყველა ადამიანს მიექცევა სათანადო ყურადღება და მათ აღარ მოუწევთ, რომ ასე ყურადღების მიღმა დაჩნეთ თავიანთი ჯანმრთელობა“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, ელიაზე მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით :- “ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სამწუხაროდ ჯანდაცვის სისტემაში, პენსიონერებისთვის გათვალისწინებული არ არის შეღავათები , კი არის მაგალითად ოჯახის ექიმი, მაგრამ, სამწუხაროდ ის კვალიფიკაცია შეიძლება არ არის. ჰუმანიტარული დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მივცეთ სწორი გეზი ავადმყოფებს, სრული გამოჯანმრთლება ჩვენ ამ მომენტში, ამ კონსულტაციებით არ შეგვიძლია , მაგრამ, თუნდაც სწორი მიმართულების მიცემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობის და ერთმანეთში მხარში დგომის, იმიტომ, რომ, არ შეიძლება მე კარგად ვიყო და იყოს ბევრი გაჭირვებული, ცხადია ეს ჩვენს პირად მდგომარეობასაც შეეხება. ერთმანეთს თუ მხარს არ დავუჭერთ და ერთმანეთისას არ გავიზიარებთ, სამწუხაროდ ისე არაფერი არ გამოვა, ძალა ერთობაშია“. განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...