მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ის ეროვნულ კომიტეტს კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს - ცვლილება დღეს, ყრილობაზე დამტკიცდება

ენმ-ის ეროვნულ კომიტეტს კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს – ცვლილება დღეს, ყრილობაზე დამტკიცდება

Published on

გუშინ ჩატარებული ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთგული მეგობარი კობა ნაყოფია პარტიულ საქმიანობაში დაბრუნდება: მას, სავარაუდოდ, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცებენ ყრილობაზე, რომელიც დღეს, 17 აგვისტოს ცატარდება. 

კობა ნაყოფიას კანდიდატურა ამ თანამდებობაზე და თავად სტრუქტურის “ეროვნული კომიტეტის” შექმნის შეთავაზება ენმ-მ მისი დამფუძნებლისგან, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. 

ამ ცვლილების შესახებ ჟურნალისტებთან, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამაც ისაუბრა:

“პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოვებაზე და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში. მეორე საკითხი კი ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია – პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა:

“ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე”, – აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...