მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ენმ იქნება ყველაზე მძლავრი, პირველ ადგილზე გამსვლელი პოლიტიკური ძალა", - ირაკლი ფავლენიშვილი

“ენმ იქნება ყველაზე მძლავრი, პირველ ადგილზე გამსვლელი პოლიტიკური ძალა”, – ირაკლი ფავლენიშვილი

Published on

“უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ სხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ვიხილავთ პოლიტიკურ პარტიასაც და ეს გაერთიანება გაგრძელდება იქამდე, სანამ პროდასავლური ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგება ამ გადამწყვეტ არჩევნებზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”კი  იქნება ყველაზე მძლავრი, პირველ ადგილზე გამსვლელი პოლიტიკური ძალა”, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მას შემდეგ, რაც შეიქმნა ჩვენი წინასაარჩევნო პლატფორმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აანონსებდა, რომ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან, მათ შორის, გვქონდა მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ სხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ვიხილავთ ასევე პოლიტიკურ პარტიასაც და ეს გაერთიანების პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, ანუ, პროდასავლური ამომრჩევლის არცერთი ხმა არ დაიკარგება ამ გადამწყვეტ არჩევნებზე და, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იქნება ყველაზე მძლავრი, პირველ ადგილზე გამსვლელი პოლიტიკური ძალა მოახლოებულ არჩევნებზე”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა კოალიციის გაფართოებასთან დაკავშირებით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...