მთავარისიახლეები"ქართუ ბანკის" დირექტორმა "ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა - ოლიგარქის პარტიის ანგარიშზე...

“ქართუ ბანკის” დირექტორმა “ოცნებას” 40 000 ლარი შესწირა – ოლიგარქის პარტიის ანგარიშზე 1 დღეში ნახევარი მილიონი ჩაირიცხა

Published on

მილიონ ნახევარზე მეტი “ქართული ოცნების” ყულაბაში – მმართველმა პარტიამ აგვისტოს პირველ 8 დღეში მსუყე შემოწირულობები მიიღო.

8 დღის მონაცემებით, ჯამური თანხა მილიონ 7 000 000 ლარს აღემატება, რაც დანარჩენი შვიდი პარტიის მიერ მიღებულ თანხაზე ხუთჯერ მეტია.

მონაცემები ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. “ოცნებას” აგვისტოში დიდი რაოდენობით ფული 20-მდე პირმა ჩაურიცხა, მათ შორისაა “ქართუ ბანკის” დირექტორი ნატო ხაინდრავა. ხაინდრავამ ოლიგარქის პარტიას 40 000 ლარი შესწირა.

სხვა შემწირველების შესახებ კი მხოლოდ სახელები და გვარებია ცნობილია და გაურკვეველია, მათი შემოსავლების წარმომავლობა.

“ოცნების” შემწირველების ნაწილი:

გიორგი ჩაკვეტაძე – 40 000 ლარი;
მადონა მამაცაშვილი-გაგნიძე – 20 000 ლარი;
მამუკა ფარტენაძე – 40 000 ლარი;
მანანა ნადირაძე – 20 000 ლარი;

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...