მთავარისიახლეები"ოცნებამ" ჩაიდინა ღალატი! მოვითხოვთ დაიწყოს საჯარო სასამართლო "ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად" -...

“ოცნებამ” ჩაიდინა ღალატი! მოვითხოვთ დაიწყოს საჯარო სასამართლო “ოცნების” მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად” – ნიკა გვარამია

Published on

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ქვეყნის ღალატს უწოდებს “ქართული ოცნების” განცხადებას, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც ოლიგარქის პარტია რუსეთს არაფერში ადანაშაულებს და წინა ხელისუფლების “დანაშაულებზე” საუბრობს და “სახალხო სასამართლოს” გამართვით იმუქრება.

ოცნების პოლიტსაბჭოს ამ განცხადებას უკვე რუსეთის წარმომადგენელიც ციტირებს.საუბარია გაერში რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელის მოადგილეზე.

ამ თემასთან დაკავშირებით კოალიციის ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს:

“მე არ მეშლება, როცა ხაზგასმულად ვამბობ სიტყვა – ღალატს. არსებობს საკითხები, რომელიც დგას ყველა პოლიტიკურ ინტერესს მიღმა და ყველა პოლიტიკურ ინტერესს ზემოთ.

თუ რამეს არ სჭირდება დადგენა ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის ქართული ოცნება. ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, მაგრამ ეს არის მკაფიო მაგალითი ამისი და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში

საქართველომ დაიწყო ომი, ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს. მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია. არავის მსოფლიოში, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში არ დაუდანაშაულებია. ერთადერთი გამონაკლისი პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოსავე ხელისუფლება და ქართული ოცნება…

არ დააყოვნა რუსეთმა რეაგირება და გაეროში, უშიშროების საბჭოზე რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელმა დიმიტრი პოლიანსკიმ პირდაპირ განაცხადა – “ახლა, საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში, ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულად გადაურჩა ტყვიებს.” – აქ უკვე მეორე განცხადებაა “ქართული ოცნების” დამატებული, ირაკლი კობახიძის ყბადაღებული განცხადება, თითქოს ევროკავშირი კლავდა.

ხისტად უნდა ითქვას, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენ სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, სამართლებრივ არგუმენტს ვაძლევთ ამისას…

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის აქ მოხსენიებას, თუ რამეზე შეიძლება შეთანხმდეს საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკის მთავარი წარმატება ამ ქვეყნის, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული…მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში, არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, ეს არის ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში.

შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დიახ, დაიწყოს საჯარო სასამართლო ქართული ოცნების მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად. ახლა თუ არა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება.” ამბობს ნიკა გვარამია.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...