მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ" - დავით...

“ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ” – დავით კირკიტაძე OOCRP-ის გამოძიებაზე

Published on

“ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება” დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა”, – ასე ეხმიანება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე OOCRP-ის გამოძიებას ივანიშვილის ოჯახის მიერ რუსეთში უძრავი ქონების შეძენის თაობაზე. 

“ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, შემჩნეულია ფინანსურ მაქინაციებში: ისინი მალავენ თავიანთ ქონებას და ამასთან, საქართველოს ბიუჯეტში ერთ თეთრსაც კი არ იხდიან. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია, ასევე იმაზე, თუ როგორ მალავენ ივანიშვილის ოჯახის წევრები ქონებას რუსეთში, მაგრამ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება” დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა”, – აცხადებს დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP)-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანაავტორობით ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ამა წლის დასაწყისში გადაეცა.

საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52 749 კვ.მ ფართი.

ჟურნალისტურ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებასთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” „ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული“ უწოდა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...