მთავარისიახლეებიოცნება შავი ფულით და თაღლითური სქემით აფინანსებს ოპოზიციის შევიწროვებას - ჰელსინკის კომისია

ოცნება შავი ფულით და თაღლითური სქემით აფინანსებს ოპოზიციის შევიწროვებას – ჰელსინკის კომისია

Published on

სკანდალი – „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს.

ჰელსინკის კომისიის თქმით, ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.

„ქართული ოცნება დამოკიდებულია შავ ფულზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ქმედებები და დევნოს ოპოზიცია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიხედოს ამ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც ასპონსორებენ “ოცნების” ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – წერია განცხადებაში.

კონგრესში „ოცნებისა“ და „ქოლ-ცენტრების“ კავშირზე 31 ივლისსაც ისაუბრეს.

„თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი “ქართულ ოცნებას” ზურგს უმაგრებს“ – წერდა მაშინ კომისია.

კონგრესმენებმა თეთრ სახლს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...