მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთიანობით გადავარჩენთ ჩვენს დროშას - თამარ კორძაია

ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენს დროშას – თამარ კორძაია

Published on

“ჩვენ ვდგავართ იმ ადგილთან, სადაც ძალიან ახლოს რუსული მავთულხლართებია. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან სოხუმიდან ვარ და ჩემი ბავშვობის ადგილი წამართვა რუსეთმა. რატომ გვინდა ევროკავშირი და რატომ გავდივართ ამ ადგილს ისე, რომ მანქანიდან არ ჩამოვდივართ: ევროკავშირი არის ძლიერი სახელმწიფოების ერთიანობა და ამ ძლიერი სახელმწიფოების ერთიანობას რუსეთი ვერაფერს ვერ უბედავს, მაგრამ ვინც არ არის ერთიანი, იმათ თავს ესხმის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთიანობა როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე სახელმწიფოს შიგნით, რადგან ჩვენ ჩვენი ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენს დროშას.”, – განაცხადა თამარ კორძაიამ ქარელში, სადაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამომრჩევლებს შეხვდნენ.

თამარ კორძაიას თქმით, საქართველოს დროშაზე ლურჯი ფერი არ გაჩნდება:

” ჩვენი დროშა არის თეთრი, ხუთჯვრიანი, წითელი ჯვრებით. ჩვენს დროშაზე ლურჯი ფერი არ გაჩნდება, მსგრამ ჩვენი დროშა ყვითელ ვარსკვლავად უნდა აკიაფდეს ევროკავშირის დროშაზე – ეს არის ჩვენი არჩევანი, იმ ახალგაზრდების არჩევანი, რომლებიც რუსულ კანონს ებრძოდნენ. ეს არის თითოეული ჩვენგანის არჩევანი, რომლებსაც გვინდა, რომ ჩვენს მშობლიურ ადგილებში დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ის ადგილები, რომლებიც ჩვენი იდენტობის ნაწილია”.

თამარ კორძაიას თქმით, ეს მშობლიური ადგილები რუსეთმა წაგვართვა:

“ევროკავშირი გვეუბნება, რომ ერთიანობით ჩვენ ვიქნებით თქვენთან და თქვენც იყავით ჩვენთან. და იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მათთან და გვქონდეს ის უსაფრთხო სივრცე, რომელსაც რუსეთი მართლაც ვერაფერს უბედავს, გვჭირდება ცვლილებები 26 ოქტომბერს. ამაზე პასუხი ნამდვილად არის ერთი მისვლით ბიულეტენის გაფერადება, რადგან ამ არჩევნებში მეორე ტური არ იქნება. სწორედ ამ ერთი მისვლით ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირის წევრობისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის”- განაცხადა თამარ კორძაიამ.

სიახლეები

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...