მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის კიდევ ერთ რეგიონში ევაკუაცია გამოცხადდა, დევნილთა რიცხვი ჯამი 80.000-ს აჭარბებს

რუსეთის კიდევ ერთ რეგიონში ევაკუაცია გამოცხადდა, დევნილთა რიცხვი ჯამი 80.000-ს აჭარბებს

Published on

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის კიდევ ერთ რაიონში გამოცხადდა ევაკუაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუი დევნილების რიცხვი უკვე 80.000-ზე მეტია.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების „აქტიურობა“ კრასნოიარუჟსკის რაიონში.

ეს რაიონი მდებარეობს დაახლოებით 45 კილომეტრში რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონიდან, სადაც უკრაინის სახმელეთო ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დევნილების აბსოლუტური უმეტესობა, 75.000-ზე მეტი, კურსკის ოლქიდანაა. ამავდროულად, უკრაინელები წინსვლას აგრძელებენ. მაგალითად, გუშინ ღამის მონაცემებით, ისინი კიდევ ორ დასახლებას – მარტინოვკასა და გორდეევკას აკონტროლებენ, ხოლო კურსკის ოლქში პირველი “კადიროველი” ტყვეები აიყვანეს. 

საერთაშორისო მედია და პოლიტიკური ელიტა კურსკში უკრაინელების შეჭრას თავშეკავებულად ეხმიანება. მაგალითად, “ფორბსი” წერს, რომ უკრაინელები კურკის ოლქშში სანგრებს თხრიან და საფორტიფიკაციო ნაგებობებზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ისინი დიდხანს აპირებენ დარჩენას. 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ “აშშ არკვევს, რა მიზნები და ამოცანები აქვს უკრაინას კურსკის ოლქში”. ამასთან, კირბიმ უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...