მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ დაიღუპა შხელდაზე არჩილ ბადრიაშვილი და რატომ ვერ დაეხმარა მას ვერტმფრენი -...

როგორ დაიღუპა შხელდაზე არჩილ ბადრიაშვილი და რატომ ვერ დაეხმარა მას ვერტმფრენი – დეტალები

Published on

34 წლის ცნობილი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა.
არჩილ ბადრიაშვილი ზედიზედ ოთხჯერ იყო საქართველოს საუკეთესო მთამსვლელი გიორგი ტეფნაძესთან ერთად, არის არაერთგზის “ოქროს წერაყინის” მფლობელი, შხარაზე ზამთრის ასვლის ორგანიზატორი და მონაწილე, პირველი ქართველი, ვინც “სიკვდილის მთაზე”, მსოფლიოს მე-9 მწვერვალზე (8.126 მ.) ნანგა პარბატზე (პაკისტანი) დადგა ფეხი.
რა მოხდა?
“მთის ამბების” მიხედვით, არჩილ ბადრიაშვილი შხელდაზე ექსპედიციაში კიდევ სამ მთამსვლელთან ერთად იმყოფებოდა. მათი მონათხრობის თანახმად, 10 აგვისტოს, როდესაც მწვერვალიდან ქვემოთ ეშვებოდნენ, ამინდი გაუარესდა, არჩილთან ახლოს მეხი დაეცა, რის გამოც ის ქედიდან გადავარდა. ექსპედიციაში მყოფმა მისმა მეგობრებმა იმავე დღეს შეძლეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შეატყობინეს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ. მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მთამსვლელები, შხელდას მიმართულებით, შეტყობინების მიღებისთანავე, დაახლოებით 17-18 საათზე გაემგზავრნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციაში მხოლოდ მეორე დღეს, 11 აგვისტოს დილით ჩაერთო.
ვერტმფრენი თითქმის ნახევარ დღეზე მეტხანს გაჩერებული იყო და ის ხეობაში მეორედ მხოლოდ მაშინ შეფრინდა, როცა საავიაციო საწვავით დატვირთული მანქანა სვანეთში ავიდა და მფრინავებმა მარაგი შეივსეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ 10 აგვისტოს, საღამოს სვანეთში ცუდი ამინდი იყო, წვიმა და სეტყვა, რის გამოც ფრენა არ შეიძლებოდა, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, საღამოს, ვიდრე დაღამდებოდა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, აღარ წვიმდა, აღარც ჭექა-ქუხილი იყო და არც ნისლი.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...