მთავარისიახლეებიმსოფლიოდაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსეთს, შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს - The Washington Post

დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსეთს, შესაძლოა, ერთი წელი დასჭირდეს – The Washington Post

Published on

“ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი გარღვევა კურსკის ოლქში ყველაზე დიდი გამოწვევაა დიქტატორი პუტინისთვის, ვაგნერელების აჯანყების შემდეგ. 

კიევის წარმატება ამაღლებს უკრაინელი მეომრებისა და მოქალაქეების მორალურ განწყობას, მაგრამ პარალელურად, ძლიერად ურტყამს კრემლის რეპუტაციასა და ღირსებას. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ თუკი უკრაინის ჯარი ისეთი სიჩქარით გააგრძელებს სვლას, როგორც სხვა მიმართულებებზე, რუსეთს მინიმუმ წელიწადი დასჭირდება, რათა კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორია დაიბრუნოს. 

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა დაიკავეს ოცამდე საზღვრისპირა სოფელი, ნაწილობრივ აიღეს ერთი ქალაქი და ახლა კურსკის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდებიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინელებს ექნებათ საშუალება, უკვე აღებულ ტერიტორიაზე გამაგრდნენ, რაც პოტენციურად, სერიოზული კოზირი გახდება კიებვის ხელში სამომავლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ან მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში.

“უკრაინის ძალები რეალურად გაიჭრნენ წინ კურსკის ოლქში, მაგრამ რეალურად რა ტერიტორიას აკონტროლებენ ან რა ტერიტორიის გაკონტროლებას გეგმავენ, ჯერჯერობით გაურკვეველია”, ამბობს გამოცემასთან საუბარში კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მაიკლ კოფმანი. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის უკრაინელები აკონტროლებენ კურსკის ოლქის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს და წინსვლას აგრძელებენ. 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...