მთავარისიახლეებიმსოფლიოლიპეცკში სამხედრო აეროდრომი იწვის, კურსკთან კი რუსული ჯავშანკოლონა

ლიპეცკში სამხედრო აეროდრომი იწვის, კურსკთან კი რუსული ჯავშანკოლონა

Published on

✅ ლიპეცკი,
✅ ბელგოროდი,
✅ სევასტოპოლი,
✅ ორლოვკა,
✅ სტარი ორიოლი,
✅ ნოვი ორიოლი
– რამდენიმე საათია, რუსეთში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი შეტევის მოგერიებას ცდილობენ. მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ბელგოროდში 29 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო სევასტოპოლს როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო დრონებით უტევენ.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლიპეცკში. ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების დეტონაცია მოხდა.

რუსული მედია დეტონაციის მიზეზებზე არაფერს წერს (ისედაც ნათელია), მაგრამ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 6 ადამიანი დაზიანდა, შეჩერებულია სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 400-მდე მოსახლე ევაკუაციის ზონაში მოხვდა.

კურკის ოლქის რილის რაიონის სოფელ ოკტიაბრსკოესთან კი ის რუსული ჯავშანკოლონა იწვის, რომელიც იქ პოზიციების გასამაგრებლად გადაისროლეს. თვითმხილველები ძლიერი ხანძრის შესახებ იტყობინებიან, ვრცელდება ასევე ვიდეოებიც. ერთ-ერთი ვერსიით, რუსული კოლონა HIMARS-ით დაიბომბა. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...