მთავარისიახლეები"ეხო კავკაზა": ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები კურსკის ოლქში გადაიყვანეს

“ეხო კავკაზა”: ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები კურსკის ოლქში გადაიყვანეს

Published on

ეხო კავკაზა” წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები განლაგდნენ კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მოგერიების მცდელობა” გრძელდება.

“დონბასის ველური დივიზიის” მიერ გავრცელებულ “ტელეგრამ” შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “უზენაესმა მთავარსარდალმა”, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იგულისხმება, კურსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდათ – “ბევრჯერ დაძახება არ გვჭირდება, მოვედით დასახმარებლად”, – წერს არხი. ამ დივიზიის მეთაური აფხაზი მებრძოლი, ახრა ავიძბაა.

“სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის “დონბასის ველური დივიზიის” ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება”, – წერს ოსური ბატალიონის ტელეგრამის არხი.

კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს დასახლებები, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...