მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია - "ქართული ოცნება"

ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია – “ქართული ოცნება”

Published on

ქართული ოცნების პრესსამსახური დღეს, 9 აგვისტოს, აი, ფაქტის, OCCRP, iStories (რუსეთი), GMC-ს, სტუდია მონიტორისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში შეძენილ უძრავ ქონებას ეხებოდა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

პრესსამსახურის თქმით, აღნიშნული გამოძიება აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის უძრავი ქონება შეიძინა მტკნარი სიცრუეა.

“აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია, როგორც “სენსაცია” და “სკანდალური ამბავი”. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა.

1998 წლის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა”. – წერია განცხადებაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...