მთავარისიახლეებიმსოფლიოკურსკის ოლქში უკრაინის დივერსიულმა ჯგუფმა რუსი ტყვეები აიყვანა

კურსკის ოლქში უკრაინის დივერსიულმა ჯგუფმა რუსი ტყვეები აიყვანა

Published on

რამდენიმე ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო, რომლის მიხედვგითაც, უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის წევრებმა, რომლებიც კურსკის ოლქში გადავიდნენ, რუსი ტყვეები აიყვანეს. ამას თავად ტყვეები ადასტურებენ, რომლებიც ამბობენ, რომ კურსკში დისლოცირებული სამხედრო შენაერთის წევრები არიან. 

სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის შემადგენლობაში ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის მიერ მომზადებული როგორც უკრაინელი, ასევე ქართველი მებრძოლებიც იმყოფებიან.

მაგალითად, გიორგი ფარცვანიამ ატვირთა ვიდეო, სადაც ის ვანო ნადირაძეს მიმართავს და ამბობს, რომ სიგარეტს რუსეთის ტერიტორიაზე გაუკიდა. მოგვიანებით კურსკის ოლქში მომხდარი აფეთქებების ამსახველი კადრები რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმაც გაავრცელეს, ხოლო კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ “რეგიონში დაძაბულობაა და შეტაკებები მიმდინარეობს, მაგრამ სიტუაციის კონტროლი შენარჩუნებულია”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...