მთავარისიახლეებისაბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი" საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი” საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

Published on

სარეაბილიტაციო ტექნიკური სამუშაოების (ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) ოპერატიულად დასრულების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ყაზბეგი” საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება.

ამასთან, სასაზღვრო გამტარი პუნქტი”დარიალის” გავლით, მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო კონტროლი) ორივე მიმართულებით აღდგენილია.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გუშინ, 5 ივლისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდებოდა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...