მთავარისიახლეებიამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი, ივანიშვილს დავალებებს აძლევს სწორედ რუსეთი -სოფო ჯაფარიძე...

ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი, ივანიშვილს დავალებებს აძლევს სწორედ რუსეთი -სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებაზე

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ კლინიკა “ვივამედთან” მესამე პრეზიდენტის საქმეზე სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ განცხადებაზე ბრიფინგი გამართა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გადაწყვეტილების და ასევე მიხილ სააკაშვილისთვის კლინიკაში პალატის ცვლილების უკან რუსეთი დგას.

“ეს არის სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა. დღეს-დღეობით არ არსებობს მსგავსი შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობა მისჯილ ადამიანს ხელახლა შეუფარდეს პატიმრობა. ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ რუსეთი და ბიძინა ივანიშვილს დავალებებს აძლევს სწორედ რუსეთი. თუკი რამის ეშინია ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პატიმრობაშია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...