მთავარისიახლეები"ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს" - სააკაშვილი

“ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს” – სააკაშვილი

Published on

“ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა.

ხელისუფლებას ჩემი ფოტოების გამოჩენა აშინებს. შეგახსენებთ, რომ მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და რომლისთვისაც დემოკრატია იყო და არის ძირითადი ღირებულება” – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა “ვივა მედი” ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს. მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...