მთავარისიახლეებიშოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

Published on

2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს.

სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მოსახლეობის დასახმარებლად ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან 3 საათში გამოჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შოვში დაღუპულები:
ზაზა მესხი
მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი
ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა
დავით ბერიაშვილი
სამირა ისაევა
გიორგი გოგინაშვილი
ქსენია ტრიჩევა
და-ძმა – მეგი და გიგი გუტაშვილები
ნინო კენჭაძე
და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
გენადი სულთანიშვილი
და-ძმები – ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე
და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები
თემურ ჩარკვიანი
ნიკა ჩალაძე
სოფო ბაკურაძე
გვანცა ბუბაშვილი
სალომე ხეთაგური
დიტო ფირცხალავა
მარინა ხორბალაძე
ქეთევან ლობჟანიძე
მანანა ჯაჭვაძე
ლევან რაზმაძე
სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან 3 საათში გამოჩნდა.

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...