მთავარისიახლეებიაბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

Published on

აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველად შედეგს აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.” – ნათქვამია naec-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...