მთავარისიახლეები" კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს"...

“[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს” – სტანო

Published on

“[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს”, – ამის შესახებ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სერიოზულად შეშფოთებული რჩება”. მისი თქმით, [რუსული] კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია.

სტანო ამბობს, რომ ევროკავშირმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონტაქტები მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე შეამცირა.

“[საქართველოს] მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ”, – თქვა მან.

 

სიახლეები

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...