მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთავრობა ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან - ვედანტ...

საქართველოს მთავრობა ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან – ვედანტ პატელი

Published on

მწვავე გზავნილები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან – ვედანტ პატელი აშშ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვიღაც საქართველოს 95 მილიონი აშშ დოლარი გაუყინეს.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო გადაიდგა.

“საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიეკრის მოადგილემ.

“დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დახმარების 95 მილიონ დოლარს გაყინავს, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა წასულიყო. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

გვახსოვდეს, რომ ქართველის ხალხის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან.

გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “უცხოური გავლენის” კანონის გაწვევით, სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, თავისი დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებითა და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით.

ეს ქმედებები შესაბამისი იქნება დემოკრატიული პარტნიორის მიერ აშშ-ის მხრიდან დახმარების მიღებისთვის”.

შესაბამისად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულ გამომწვევ მომენტშია. აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. გავაგრძელებთ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ეს [ორმხრივი ურთიერთობების] გადახედვა, რომელიც ახსენეთ, მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დამატებითი შესაბამისი ქმედებები განვახორციელოთ, თუ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა პატელმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...