მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

Published on

რუსმა მესაზღვრეებმა დატოვეს სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ზვართნოცი. ხუთშაბათიდან რუსი მესაზღვრეები იქ აღარ იქნებიან.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 6 მარტს სომხეთმა რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით 12 მარტს განუცხადა, რომ საკითხი სამუშაო ხასიათისაა და “არა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური”.

სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება სომხეთში დისლოცირებული რუსეთის მესაზღვრეების სტატუსისა და მათი საქმიანობის პირობების შესახებ ჯერ კიდევ 1992 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა ერევანში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....