მთავარისიახლეებისაზოგადოებამოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

Published on

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაბარებულ რუსეთის ელჩ, ოლეგ ვასნეცოვს აცნობა.

სამინისტრო განმარტავს, რომ გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტული აქტივობებით შეგროვდა ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ახორციელებდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტში ჩხრეკის შედეგად ღალატის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული, მედიის ცნობით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სავარაუდოდ, ის დააკავეს კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...