მთავარისიახლეებისაზოგადოება"სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს" - პრმეიერი რუსულ კანონზე

“სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს” – პრმეიერი რუსულ კანონზე

Published on

პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონით გათვალისწინებული ზომები რბილია და ის სპეკუალციების საფუძველს არ იძლევა. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი ზომა, რომელსაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, 25 ათას ლარიანი ჯარიმაა.

ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული კანონით. ერთადერთი ზომა არის 25 ათას ლარიანი ჯარიმა, ეს და არის, მორჩა, ამით ყველაფერი მთავრდება. არავითარი სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 ათას ლარიანი ჯარიმა, ეს არის და ეს. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, – განაცხადა კობახიძემ.

რუსული კანონი რამდენიმე საათში ოფიციალურად ამოქმედდება. იუსტიციის სამინისტროში უკვე შექმნილია სპეციალური დეპარტამენტიც. დილიდან ყველა იმ მედიას და სამომოქალაქო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ.

ამ ფონზე მესამე სექტორი რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ რუსულ კანონს არ დაემორჩილება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...