მთავარისიახლეებისაზოგადოებამეზვრიშვილი - თუ ვინმე ომში მიათრევს ქვეყანას დღეს, ეს არის "ოცნება"

მეზვრიშვილი – თუ ვინმე ომში მიათრევს ქვეყანას დღეს, ეს არის “ოცნება”

Published on

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ივანიშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ანტიდასავლური რიტორიკით და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით ქვეყანას ომის რისკის წინაშე აყენებს.

ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი ამბობს, რომ “ოცნება” საქართველოს “ომში მიათრევს”.

ნათია მეზვრიშვილი სტრატეგიულ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ფარია.

ალბათ, “ოცნება” უნდა ელოდოს კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებებს შტატებისგან. სტრატეგიული პარტნიორები, პრაქტიკულად, არის ჩვენი ფარი რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ერთადერთი მტრის წინააღმდეგ. ჩვენ თუ ამის გარეშე დავრჩებით და ყველაფერი მიდის აქეთკენ, პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკები შეექმნება ამ ქვეყანას. თუ ვინმე ომში მიათრევს ქვეყანას დღეს, ეს არის “ოცნება”. თუ ვინმე ომის რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას, ეს არის “ოცნება” ამ ნაბიჯებით. ზოგადად, ისინი აბრალებენ ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს იმას, რაც თავად არიან”, – ამბობს მეზვრიშვილი.

სიახლეები

“ქართული ლეგიონი” – ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დემეტრე დარჩია დაიღუპა

"ქართული ლეგიონის" ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად დაღუპულია ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია. ცნობილია,...

პარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

მათე დევიძის მხარდასაჭერად, რომელსაც დღეს უსამართლო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა...

მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება...

სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს. "აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე...