მთავარისიახლეებიკობახიძე ფაქტს, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე "ჰამასის" ლიდერის გვერდით იდგა, "სამარცხვინო სპეკულაციას"...

კობახიძე ფაქტს, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე “ჰამასის” ლიდერის გვერდით იდგა, “სამარცხვინო სპეკულაციას” უწოდებს

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ფაქტს, რომ ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე “ჰამასის” ლიდერის გვერდით იდგა, “სამარცხვინო სპეკულაციას” უწოდებს.

მისივე მტკიცებით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით “თემის აწევა” ნინო ლომჯარიას “დაავალეს”.

“მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ [“ჰამასის”, ჰეზბოლასა და თალიბანის ლიდერების იქ ყოფნაზე]. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც მითხრეს პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინც და მაინც დიდი წარმატება ამისთვის არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაციები. რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, რატომ არ გამოვიდა სომხური “მთავარი არხი” და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი. რატომ არ გამოვიდა სომხური “TV პირველი” და სომხური “ფორმულა” და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი,” – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი იმედაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია და მშვიდობა სჭირდება, რაც ქვეყანას ევროკავშირში ელოდება, ბლოკი კი 26 ოქტომბერს ქართველებისგან ელოდება პასუხის, გვსურს თუ არა მისი წევრები გავხდეთ.

“ერთიანობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, “ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აქციონ აზიური ტიპის დიქტატურად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მათ შორის, ჩვენ ისტორიულ-პოლიტიკურ დნმ-ში მიდრეკილებას და მისწრაფებას დასავლური სამყაროსადმი”.

“კოალიცია ძლიერი საქართველოს” წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, “ტერორისტებთან ერთად სიარული და მათთან ერთად გამოჩენა და ყოფნა არის ბუნებრივი განაცხადი, პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველო, “ქართული ოცნების” პირობებში საკუთარ თავს ხედავს ტერორისტულ ჯგუფებთან, კრემლთან და ჩინეთთან ერთად”.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....