მთავარისიახლეები"ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლა

“ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლა

Published on

“ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და “ჰამასის” განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჰამასის” განცხადების თანახმად, ჰანიე თეირანში მისი რეზიდენციის “დარბევის” დროს მოკლეს. დაჯგუფება მკვლელობაში ბრალს ისრაელს სდებს. “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ ეს იყო “მშიშარა საქციელი”, რომელიც “უპასუხოდ არ დარჩება”.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ “ინციდენტის” მიზეზი დაუყოვნებლივ არ არის ნათელი, მაგრამ მიმდინარეობს “გამოძიება”, ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს. ჯგუფის ცნობით, ჰანიე დაიღუპა ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, რომელმაც სამშაბათს ფიცი დადო.

ისრაელს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...