მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანელი ტურისტი საქართველოში გველის ნაკბენით გარდაიცვალა

გერმანელი ტურისტი საქართველოში გველის ნაკბენით გარდაიცვალა

Published on

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, გერმანელი ტურისტი, დაახლოებით 45 წლის კაცი, გველის ნაკბენით გარდაიცვალა.- ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
როგორც მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ტურისტი ჩაისუბნის ტყეში ოჯახთან ერთად იყო.

„მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო.

ტყეში იყო ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა“-ამბობს ჯუმბერ ყურშუბაძე.

მას ვკითხეთ, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა გველის ამ სახეობის შესახებ, რაზეც ჯუმბერ ყურშუბაძე გვპასუხობს, რომ მთის ასპიტი ნამდვილად გვხვდება ამ რეგიონში, თუმცა მასთან კონტაქტი არის რისკის შემცველი.

„ფოტოებზე რაც ნახეს, ხელში ჰყავდა აყვანილი გველი. ხელთათმანი კი ეკეთა ტურისტს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დაიცვა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ უკბინა.

აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“- გვითხრა ჯუმბერ ყურშუბაძე.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...