მთავარისიახლეები"სამივე სარჩელი გაერთიანდება, განხილვას ერთი თვე მაინც დასჭირდება" - მერაბ ტურავა რუსული...

“სამივე სარჩელი გაერთიანდება, განხილვას ერთი თვე მაინც დასჭირდება” – მერაბ ტურავა რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე

Published on

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სამივე სარჩელი გაერთიანდება და მათ განხილვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ამის შესახებ ტურავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“პრეზიდენტის და არასამთავრობოების უკვე გაერთიანებულ სარჩელს შეუერთდება დეპუტატების სარჩელიც. დაჩქარებულად ვერ განიხილება, ერთი თვე დასჭირდება ალბათ. ჩვენ სარჩელი არა მხოლოდ უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ, რასაც მინიმუმ რამდენიმე კვირა, ერთი თვე მაინც დასჭირდება. ვადებს განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიაში. 2 სარჩელი განხილვის პროცესშია, ვადა არ გადაიწევა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება და მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. როდის შეიკრიბებიან მოსამართლეები წინასწარ ვერ გეტყვით. მე არ ვარ უფლებამოსილი განხილვის თარიღი დღეს გამოვაცხადო,”- აღნიშნა ტურავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოესწრება თუ არა გადაწყვეტილების მიღება კანონის ამოქმედების თარიღამდე – 3 სექტემბრამდე და პროცესების გაჭიანურება ხომ არ გამოიწვევს მედიისა და არასამთავრობოების დაზარალებას. ტურავამ განაცხადა, რომ “ყველაფერი იქნება ისე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს”.

“არ დაზარალდებით, ყველაფერი იქნება ისე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს. არა მგონია ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს თქვენზე ნაკლები გვქონდეს. ჩვენ თქვენზე ნაკლები ევროპელები არ ვართ,” – განაცხადა მერაბ ტურავამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...