მთავარისიახლეებიკახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს

Published on

კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს. “რადიო თავისუფლებას” გატაცებული გოგოს ბიძა ეუბნება, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს:

“ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში”.

გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...