მთავარისიახლეებიჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის -მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის -მიხეილ სააკაშვილი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებენ . სასამართლო პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება.

მანამდე მოქალაქეებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლებას არჩევნები წაგებული აქვს და ხალხი უნდა მოემზადოს ხმების დაცვისთვის.

“მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი ბუტკაში, ოღონდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა, ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული. […] ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის”, – თქვა მიხელ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებულ შედეგებს გამოაცხადებს. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ არც ერთ სხვა შედეგს არ მიიღებენ და დათანხმდებიან, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...