მთავარისიახლეები2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი - სააგენტოს პროგნოზი

2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...