მთავარისიახლეებიზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი - ტრამპი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი – ტრამპი

Published on

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და უთხრა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის თქმით, რუსეთი ომის მანქანაა, რომელმაც ჰიტლერსა და ნაპოლეონს მოუგო. მან ისევ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ მომხდარა და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის რასაც ისინი აკეთებენ, მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც იღუპება. ეს სრული არეულობაა, ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ბაიდენს ეს არ უნდა დაეშვა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...