მთავარისიახლეებირუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა -...

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 19

Published on

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 19. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ქალაქ ტორეცკზე რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ილინივკაში. ორი კოსტიანტინივკაში და ერთი ბერესტოკში კი დაშავდა.

ხარკოვში, გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსული თავდასხმების დროს რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ეს მაჩვენებელი მოიცავს: ორ დაშავებულს ქალაქ ლოზოვაში, ორს სოფელ კურილივკაში, სამს კუპიანსკის რაიონში და ერთს სოფელ ვოლოხივსკეში.

გუბერნატორ ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ხერსონში თავდასხმებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, რვა მაღალსართულიანი კორპუსი, 24 სახლი და რამდენიმე მანქანა.

ასევე, რუსებმა შეუტიეს ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაევის, სუმის, ჟიტომირის და ზაპოროჟიეს ოლქებს, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...