მთავარისიახლეები"მოიწერა თვითონ გიორგი ფარჯიანმა, რომ არის კარგად, მოდის უკვე ლენტეხში" - სვანეთში...

“მოიწერა თვითონ გიორგი ფარჯიანმა, რომ არის კარგად, მოდის უკვე ლენტეხში” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ოჯახთან კონტაქტზე გავიდნენ

Published on

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები ოჯახთან კონტაქტზე გავიდნენ. ამ დროისთვის, ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მათ თავად შეძლეს ტყიდან გამოსვლა. რეგიონში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მასში ჩართულია ავიაციაც.

ადგილობრივების თქმით, გიორგი ფარჯიანი კონტაქტზე ძმასთან გავიდა. ადგილობირვები და ოჯახი ახალგაზრდებს ლენტეხის ცენტრში ელოდებიან.

“ნანახი არიან, კონტაქტი იყო, დაველაპარაკეთ, ცოცხლები ვართ, ლასკადურა არის სოფელი, ცოცხლები არიან, კარგად არიან”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით.

ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. ავიაცია სამძებრო სამუშაოებში დღეს დილით ჩაერთო.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...