“წარმატებული ქართველების დაფასებისთვის” მთავრობა 250 000 ლარს დახარჯავს

0
64

მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ საუბარია მთავრობის 18 ივლისის განკარგულებაში , რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

“წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 250 000 ლარი,” – წერია დოკუმენტში.

წინა სტატიათუ ივანიშვილი კანდიდატობას გადაწყვეტს, საუკეთესო პრეზიდენტი იქნება – ბრეგაძე
შემდეგი სტატია“არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს” – ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NDI-ის მისიას შეხვდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური