მთავარისიახლეებიაფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობას. ამ კანონპროექტს ოკუპირებულ რეგიონში პროტესტი და აქციები მოჰყვა.

“ეხო კავკაზა” წერს, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთის .ე.წ პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ ოფიციალურად გამოაცხადა. დოკუმენტი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.

გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი თავად ინიციატორებმა გაიწვიეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში კანონპროექტის დატანის შესახებ ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად”.

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...