მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქართული ლეგიონის" 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული - მამუკა მამულაშვილი

“ქართული ლეგიონის” 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული – მამუკა მამულაშვილი

Published on

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი The Insider-თან ამბობს, რომ ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოს ძებნილადაა გამოცხადებული. მისი თქმით, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. მამულაშვილი მედიასთან ასევე ამბობს, რომ არ იცნობს მებრძოლებს ხმალაძესა და ჭიღლაძეს, რომლებიც სუს-მა გამოკითხა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ვეტერან მებრძოლებს გამოკითხვაზე იბარებენ.

“მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს წასულიყვნენ. მათ უთხრეს: “აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ”.

არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილი რუსეთში იყოს ექსტრადირებული. მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად გავამყარებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა,” – განაცხადა Insider-თან მამულაშვილმა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...