მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ვაშაძე - ბიძინა - დამაპირისპირებელი, მიშა - გამაერთიანებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს...

გიორგი ვაშაძე – ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში

Published on

მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა- გამაერთიანებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ერთიანობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გაიმარჯვოს რუსეთისკენ მისწრაფებებზე, ერთიანობამ – დაპირისპირებაზე და გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ, სუსტ საქართველოზე.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გაერთიანება, ბლოკი „ერთიანობა“, რომელშიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ძალიან საინტერესო ახალი ადამიანები და ჩვენი ამოცანა არის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება და 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ევროკავშირმა რუსეთისკენ მისწრაფებებზე, გაიმარჯვოს ერთიანობამ დაპირისპირებაზე, გაიმარჯვოს ძლიერმა საქართველომ სუსტ, დაჩაჩანაკებულ საქართველოზე, გაიმარჯვოს ემიგრანტების დაბრუნებამ ქვეყნიდან ადამიანების წასვლაზე, გაიმარჯვოს დემოგრაფიულმა წინსვლამ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობის იდეით მივალთ აბსოლუტურად ყველა ოჯახში და ავანთებთ იმ ძლიერ ცეცხლს, რომელიც, საბოლოო ჯამში, გააერთიანებს საქართველოს. რაც შეეხება სხვებს, ეს მათი საქმეა, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საკითხებში, ყველასთვის გზა დაგვილოცია „ქართული ოცნების“ გარდა, რომელსაც რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, თქვენც გინდათ, რომ ორჯერ მეტი ხელფასი გქონდეთ, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებული იყოს, რომ სამუშაო ადგილი არავის არ უჭირდეს. ეს არის ევროკავშირი და ამას გვართმევს „ქართული ოცნება“. მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მე მიხეილ სააკაშვილის როლს ვხედავ გამაერთიანებლის როლში. ბიძინა – დამაპირისპირებელი, მიშა – გამაერთიანებელი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმაც იყოს ამ არჩევნებში”, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...