მთავარისიახლეებირუსეთის უზენაესმა სასამართლომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ 19-წლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა

Published on

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ბოლო განაჩენი უცვლელი დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის საკასაციო საჩივარი განაჩენთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც რუს ოპოზიციონერს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის მედიაპროექტი severreal.org წერს.

2023 წლის 4 აგვისტოს ალექსეი ნავალნის ექსტრემიზმის საქმეზე 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იმავე წლის 26 სექტემბერს განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ნავალნისთან ერთად გაასამართლეს მისი YouTube არხის ტექნიკური დირექტორი დანიელ ხოლოდნი. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით უცვლილი დარჩა მისი სასჯელიც – რვა წელი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში.

ექსტრემიზმის საქმეზე 19-წელი თავისუფლების აღკვეთა ნავალნის უკვე პატიმრობაში მყოფს, ვლადიმირის რეგიონის კოლონიაში ყოფნისას მიუსაჯეს. 2023 წლის დეკემბერში იგი გადაიყვანეს იამალის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. მიმდინარე წლის 16 თებერვალს სწორედ ამ ციხეში გარდაიცვალა პოლიტიკოსი 47 წლის ასაკში. ნავალნის თანამოაზრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...