მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა

Published on

ჯო ბაიდენი X-ზე გამოქვეყნებულ წერილში ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორების შემდეგ, დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში კონცენტრირდება საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე:

“ჩემო ძვირფასო ამერიკელებო,

ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ, როგორც ერმა დიდი პროგრესი განვიცადეთ.

დღეს ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. ჩვენ განვახორციელეთ ისტორიული ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის აღსადგენად, ხანდაზმულებისთვის რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტების ღირებულების შემცირებასა და რეკორდული რაოდენობის ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გაფართოებაში. 30 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა პირველი კანონი იარაღის უსაფრთხოების შესახებ. პირველი აფროამერიკელი ქალი დაინიშნა უზენაეს სასამართლოში. მიღებულ იქნა კლიმატის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა მსოფლიო ისტორიაში. ამერიკა არასოდეს ყოფილა ლიდერობის უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არის.

მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თქვენს გარეშე, ამერიკელი ხალხის გარეშე. ჩვენ ერთად დავძლიეთ პანდემია და ყველაზე საშინელი ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ჩვენ დავიცავით და შევინარჩუნეთ ჩვენი დემოკრატია. ჩვენ აღვადგინეთ და გავაძლიერეთ ჩვენი ალიანსები მთელ მსოფლიოში.

ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო ვყოფილიყავი თქვენი პრეზიდენტი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მიმაჩნია, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია, განზე გადგომა და კონცენტრირება ექსკლუზიურად პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

ახლა კი ნება მომეცით გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამდენი იშრომა ჩემი ხელახლა არჩევისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ნება მომეცით გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ამერიკელი ხალხისადმი რწმენისა და ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამომიცხადეთ… ნათქვამია ბაიდენის წერილში

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...