მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაიდენი დემოკრატებს კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს

ბაიდენი დემოკრატებს კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს

Published on

ჯო ბაიდენი დემოკრატებს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს. ბაიდენი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს და წერს:

“ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვთქვა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს. დემოკრატებო – დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს” წერს ბაიდენი.

შეგახსენებთ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატურა მოხსნა და საარჩევნო კამპანია დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...