მთავარისიახლეებისაზოგადოებაზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან - გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ -...

ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან – გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ – ზარქუა

Published on

გახარია და [ხაზარაძე] ერთმანეთს აგინებდნენ – ზემოდან რა „შპარგალკაც“ მოვა, ისე დალაგდებიან, გახარია გაიგებს, რასაც ვამბობ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ლელოსა” და “გახარია საქართველოსთვის” შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ლელო” “ნაცების” დანამატია.

გარდა ამისა, ის “ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ანა დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას”.

“მართალს ამბობთ? “ლელო” და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?! კარგი, რა. არასერიოზულია. სერიოზულად როგორ უნდა ვიმსჯელო ახლა. დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს და მაშინ, როდესაც თვითონ თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს ავიწყდება?!

“ლელოსთან” დაკავშირებით კი გითხარით, ჩვეულებრივი “ნაცების” დანამატია, “ნეონაცები”. როგორც უნდათ თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. ანაკლიის პროექტი ჩააგდო “ლელომ”. მაგას როგორ უნდა ანდრო რამე?!

რაც შეეხება გახარიას. “ლელო” და გახარია… ერთმანეთს აგინებდნენ. ერთი რას ეძახდა მეორეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითონ არც ერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან წერილი, რაც მოვა, “შპარგალკა” (გახარია გაიგებს რასაც ვამბობ) ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? – გაერთიანდებიან. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობაა” და მათ ჩვენ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ,” – განაცხადა ზარქუამ.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...