მთავარისიახლეებიუკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ არჩევანი გააკეთა, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად...

უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ არჩევანი გააკეთა, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად – ლაიენი

Published on

“ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი და იქნება ჩვენთან ევროკავშირში”.

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თარგმანი.

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....