მთავარისიახლეებიპუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ დაყო ევროპა - ზელენსკი

პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ დაყო ევროპა – ზელენსკი

Published on

ვუდსტოკში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. 50 ევროპული სახელმწიფოს ლიდერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მასპინძლობს. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა ომი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ასევე არალეგალური მიგრაცია. სამიტზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტიც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ევროპის ერთიანობაზე და ისაუბრა ორბანის ვიზიტზე მოსკოვში, რომელსაც მან “ომის დედაქალაქი” უწოდა.

“ჩვენ მივაღწიეთ ევროპაში ერთიანობას და ვმოქმედებთ ერთად, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – მან ვერ დაყო ევროპა. ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთობას და მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას.

პუტინი ვერ ამყარებს ურთიერთობებს ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ეს უპირატესობა არსებობს მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ერთიანები ვართ. ის შეიძლება შეეცადოს, რომ დაელაპარაკოს რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, შეეცადოს, რომ დააშანტაჟოს ის, რათა ამ ერთმა უღალატოს სხვებს და ამით დასუსტდეს ჩვენი ერთიანობა.

დიახ, ყველა თავად აკეთებს არჩევანს, თუ როგორი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს, მაგრამ თუ ვიღაც ევროპაში ცდილობს მოაგვაროს საკითხები სხვების ზურგს უკან, თუ ვინმეს სურს, რომ ჩავიდეს ომის დედაქალაქში და იქ ილაპარაკოს საკითხების მოგვარებაზე უკრაინის ინტერესების ხარჯზე, მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ამ ადამიანის ინტერესები? გამოდის, რომ ევროკავშირსაც და ნატოსაც შეუძლიათ მოაგვარონ საკუთარი საკითხები ამ ერთი პიროვნების გარეშე,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა თქვა, რომ უკრაინა არა მხოლოდ მისი ხალხისთვის, არამედ ევროპელი ხალხისთვისაც იბრძვის. მისი განცხადებით, რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მიადგა და ბევრმა ქვეყანამ დაინახა თავდასხმა მის დემოკრატიაზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...