მთავარისიახლეებიმსოფლიო"ჰამასის" საზღვაო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია - "ცაჰალი"

“ჰამასის” საზღვაო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია – “ცაჰალი”

Published on

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ქალაქ ღაზაში „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალი“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„ისრაელის თავდაცვის არმიისა და ისრაელის კოსმოსური სააგენტოს დაზვერვის მეშვეობით ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადი მოკლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეორე საჰაერო იერიშით ისრაელის საჰაერო ძალებმა აჰმად ალმასრი მოკლეს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში და ებრაელების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობდა.

ამასთან, როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ისრაელის არმია განაგრძობს სამხედრო ოპერაციას რაფაჰში. მხოლოდ გასულ დღეს ისრაელის სამხედროებმა რამდენიმე გვირაბის აღმოჩენა და ტერორისტის ლიკვიდირება შეძლეს.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...