მთავარისიახლეები"არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით" - 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციოს...

“არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით” – 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციოს მიმართავს

Published on

121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აგრძელებს ბრძოლას “რუსული კანონის” წინააღმდეგ და სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი დღეს გაიგზავნება.

“სარჩელთან ერთად სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმებსი მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადაო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად”, – თქვა გიორგი დავუთურმა, IDFI-ის წარმომადგენელმა.

სარჩელის ავტორები მიესალმებიან, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმაც მიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტციო საამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადაო ნორმის მოქმედების შეჩერების შაუამდგოლობას და დააკმაყოფილებს მას.

“ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე”, – თქვა დავითურმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...