პრეზიდენტი მისი ამალით კიდევ დამარცხდება საქართველოსთან -ირაკლი ზარქუა

0
74

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით სამი სიტყვით შეიძლება შევაფასოთ:უთავმოყვარეობა, არაკომპეტენტურობა და სამარცხვინო აქტი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს წინააღმდეგ დავაში წელსაც დამარცხდება.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით სამი სიტყვით შეიძლება შევაფასოთ: უთავმოყვარეობა, არაკომპეტენტურობა და სამარცხვინო აქტი. გაუგებარია… ქართველი ხალხი აქამდე მოვედით იმიტომ, რომ ღირსების დაცვას შევეწირეთ. ქართველი კაცი და ღირსება ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. პრეზიდენტი, რომელიც დადანაშაულებული იქნა, დამტკიცებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, არა და გარანტი უნდა იყოს მისი დაცვის, მოსამართლეებს გამყიდველებს და მონებს ეძახდა, დღეს ისევ დგება, მიდის და ეუბნება, რომ სამართალი დაუდგინოს. ეს არის უთავმოყვარეობის პიკი როგორც რადიკალურ ოპოზიციაში, ისე მადამ პრეზიდენტის შემთხვევაში. ჩვენ დაველოდებით, იქნება მსჯელობა, თუ მიიღო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში და ჩაინიშნება საკონსტიტუციო განხილვა, არგუმენტები, რაც გუშინ გვქონდა და გუშინწინ, იგივე გვექნება დღესაც და ხვალაც და, შესაბამისად, მორიგ ჯერზე პრეზიდენტი მისი ამალით კიდევ დამარცხდება საქართველოსთან.

უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის 85 მილიონიდან მხოლოდ 15 მილიონი ვიცით, დანარჩენი სად წავიდა, არ ვიცით და ამიტომ გახდა საჭირო, რომ ეს შეგვესწავლა. მაგალითად, მოძრაობა „სირცხვილია“ ხომ არის პროცესებში აქტიურად ჩართული. არც მისი წლიური ანგარიში ვიცით, ვინ დააფინანსა, რა მიზნობრიობით – არაფერი ვიცით“ , – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოტანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან, როგორც ზარქუამ განმარტა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით არასამთავრობო სექტორს ძალიან დიდი თანხებით აფინანსებენ.

„რატომ დადგა ეს თემა დღის წესრიგში, იცით? ომის გამო. ჩვენ უარი ვუთხარით მავანს მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ უარის გამო იყო, რომ დაიწყო გამოსვლები და დაფინანსებები. ჩვენთან არ ჩაიდინეს ტერაქტი? „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ესროლეს ადამიანს და ცოცხლად წვავდნენ, გაქვთ მონაცემი, ამას ვინ აფინანსებდა? არც ჩვენ ვიცით და ეს ორგანიზაციის წევრია. კანონი არ გვაქვს ჩვენ, რომელიც დაავალდებულებდა მათ, რომ შეევსოთ დეკლარაცია, სადაც ჩაიწერებოდა, რომელმა ფონდმა დააფინანსა. ჩვენ არ დავუშვებთ აქ მეორე ფრონტს. არ გახსოვთ არასამთავრობოების მიმართა, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ? ჩვენ რომ სანქცია დაგვეწესებინა, რუსეთს რა, ჩვენისთანა ქვეყნის სანქცია 0,01% იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის ხომ ჩამოქცევა იქნებოდა, ხელფასების გაყინვა, პენსიების გაყინვა, ეკონომიკის ჩამონგრევა, ინფლაცია, ქაოსი და არეულობა – ეს იყო მიზანი. მერე მოგვთხოვეს, გაუშვით ჩვენი მებრძოლები უკრაინაშიო – თქვენ გგონიათ, ამას რუსეთი გაატარებდა?

ჩვენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა. როდესაც 2023 წელს უკრაინამ დაფინანსება მიიღო და შეტევაზე ვერ გადავიდა, ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ აფხაზეთში შევსულიყავით, გვეუბნებოდნენ, რომ იქ ბაზები დაცლილი იყო რუსებისგან, რადგან ყველა სამხედრო გადასროლილი ჰყავდათ უკრაინაში. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, ამ რუს ჯარისკაცებს ისევ აქეთ გამოუშვებდნენ და უკრაინა შეტევაზე გადასვლას მოახერხებდა – აი ეს გეგმა ჰქონდა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორს. ამას პირდაპირ ეთერებშიც ხომ ამბობდნენ. დღემდე არ არის მოხსნილი ეს პრობლემა და ამიტომაც არის, რომ მთელი საქართველოს გარშემო არის გარკვეული ჯგუფი, რასაც „გლობალური ომის პარტია“ დავარქვით. ეს არ არის ჯო ბაიდენი ან ვინმე ოფიციალური პირი, ეს არის მის უკან მდგომი, დონალდ ტრამპს ვინც ესროლა. ეს არის მცდელობა, მსოფლიო წესრიგის ახალი გადანაწილება მოხდეს. უკრაინის შემთხვევაში ხდება დიდ იმპერიებს შორის და საქართველო უბრალოდ გამოყენებადი მასალაა. ამაზე უარი ვთქვით და ამის გამო ჩვენი ლიდერი დაასანქცირეს, ორი მილიარდი გაუყინეს.

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა – სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, საქართველო მეორე ფრონტში არ ჩაერთვება. აქ არის ორი ალტერნატივა – ომი ან მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წინა სტატიაევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური