მთავარისიახლეებირუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

Published on

რუსულ კანონს დღეს პრეზიდენტი სანსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნების” მიერ მიღებული კანონი ანტიეროვნული და კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ცნობილია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საჩივარს წარმოებაში მიიღებს, ზურაბიშვილის ინტერესებს ეკა ბესელია დაიცავს. იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ საქმის განხლვის გადასადებად ზაფხულის პერიოდი არ უნდა მოიმიზეზოს, რადგან ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მთელი ქვეყანა ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია.

დღეს იქნება გაგზავნილი სარჩელი სასამართლოში და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება დანიშვნა გამწესრიგებელი სხდომისა, სწრაფად მოხდება ამ საქმის და ამ სარჩელის განხილვა, იმიტომ, რომ ვადებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორ იქნება პრეზიდენტი წარმოადგენილი პროცესზე, ამას ვნახავთ, თუმცა, ფაქტობრივად, ჩართულია ამ პროცესში და ბუნებრივია, ამ დავაკლებ ძალისხმევას იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან ის დიდი ზიანი, რომელიც ამ კანონმა მოუტანა ქვეყანას. სასამართლომ არ უნდა მოიმიზეზოს ზაფხულის პერიოდი და შვებულებები. ეს ის სარჩელია, რომელსაც ელოდება მთელი ქვეყანა, ამიტომ ვადებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ვადის გადმოწვეას კიდევ უფრო ადრე ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. სარჩელით მოთხოვნილია, რომ შეჩერდეს ნორმის მოქმედება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად გადაწყვეტს ამ დავას ანუ გამწესრიგებელ სხდომაზევე თავდაპირველ ეტაპზე მოხდეს და მოხდეს ამ კანონის მოქმედების შეჩერება, იმიტომ, რომ შეჩერების საფუძველი არის უკვე მიყენებული ზიანი, რომელიც განგძობადი ხასიათის არის და არ წყდება, კიდევ უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, – ამბობს ეკა ბესელია.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...